Tuesday, June 18, 2013

მოქსოვილი... სავარძელი

ეს ფოტო რომ დავინახე ისე მოვიხიბლე, აუცილებლად გავაკეთებთქო ვიფიქრე. ხოდა, თქვენც გაგიზიარეთ, იქნებ თქვენც ძალიან მოგეწონოთ...


ჟურნალის მაგიდა

ხის ამ დიდ რგოლს, თუ არ ვცდები კაბელების, მავთულების და ამდაგვარი რაღაცეების დასახვევად იყენებენ. როცა უკვე ზედ აღარ იქნება შემოხვეული რაიმე, რგოლი ძალიან სასარგებლოდ შეგვიძლია ვაქციოთ. შეღებეთ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ფერად და უკვე სახლში შეგიძლიათ დადგათ ჟურნალის მაგიდის ფუნქციით. ქვემოთ წიგნების თაროს გაკეთების იდეამაც ძალიან მომხიბლა. ერთი შეხედვით, უსარგებლო ნივთიც კი, თურმე ძალიან სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ


ჭიქების მოქსოვილი სადგამი

ვისაც ყასნაღით ქსოვა შეუძლია, ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებს ჭიქების სადგამების მოქსოვას. აი, ერთი მაგალითი:



პირადად მე, ჭიქების სადგამები არა, მაგრამ სხვადასხვა ფერის ცხელი ქვაბების, ან ტაფების ხელის მოსაკიდები მოვქსოვე. აი ისინიც:


Monday, June 17, 2013

ღილებიანი "ночник"-ი

მემგონი ძალიან ლამაზია და გაკეთებაც უმარტივესი: ჩვეულებრივი, პატარა, სადა "ночник"-ი, წებო (სილიკონიც გამოდგება) და ბევრი ფერადი, სხვადასხვა ზომის ღილები. სულ ეს არის


Wednesday, May 29, 2013

წიგნების თარო

ორიგინალური, ლამაზი და კომპაქტურია. თითქოს ჯადოსნური ძალით თავისით მიეწებნენ კედელს. ფოტოზე ზუსტად არის აღწერილი როგორ შევქმნათ ასეთი თარო.  მეც აუცილებლად ვცდი

ჩაის "სახლი"

სახლის პირობებში ჩაის "სახლის" დამზადება, ცოტა რთული იქნება. როგორც ფოტოზე ჩანს, ხისგან არის გაკეთებული. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომელიმე ხის საამქროს დავამზადებინებთქო. თქვენც, თუ მოგწონთ, შეგიძლიათ ჩემსავით მოიქცეთ

ყვავილების ქოთნები აივნისთვის

ინტერნეტში ძრომიალისას აი ამ ულამაზეს ქოთნებს წავაწყდი და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა. მგონი არც ისე რთულია ამის გაკეთება. სულ რამოდენიმე ქოთანი (შეიძლება საღებავის ან რომელიმე პროდუქტის ქილებიც გამოდგეს. მაგალითად მჟავე კიტრის ან ზეთის ხილის. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ეს ზომა იყოს), სხვადასხვა ფერის საღებავი (გემოვნების მიხედვით) და ყვავილები.
რაც შეეხება საკიდებს: არ შემხვედრია, მაგრამ ალბათ საკიდიანი ქოთნებიც იქნება. თუ არ იქნება, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენითაც შევძლებთ საკიდების გაკეთებას. რა თქმა უნდა რკინა ან მისი მსგავსი მასალა დაგვჭირდება რომელსაც მოვღუნავთ. ქოთანს და რკინას გავხვრეტთ, დავამაგრებთ ხრახნიანი ჭანჭიკით, შევღებავთ და ლამაზი ქოთნებიც მზად არის. სად რომელ ყვავილს ჩარგავთ, რა თქმა უნდა თქვენი გემოვნების მიხედვით გადაწყვეტთ.
მე აუცილებლად ვცდი და გაჩვენებთ რა გამომივა.