ინტერნეტში ძრომიალისას აი ამ ულამაზეს ქოთნებს წავაწყდი და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა. მგონი არც ისე რთულია ამის გაკეთება. სულ რამოდენიმე ქოთანი (შეიძლება საღებავის ან რომელიმე პროდუქტის ქილებიც გამოდგეს. მაგალითად მჟავე კიტრის ან ზეთის ხილის. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ეს ზომა იყოს), სხვადასხვა ფერის საღებავი (გემოვნების მიხედვით) და ყვავილები.
რაც შეეხება საკიდებს: არ შემხვედრია, მაგრამ ალბათ საკიდიანი ქოთნებიც იქნება. თუ არ იქნება, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენითაც შევძლებთ საკიდების გაკეთებას. რა თქმა უნდა რკინა ან მისი მსგავსი მასალა დაგვჭირდება რომელსაც მოვღუნავთ. ქოთანს და რკინას გავხვრეტთ, დავამაგრებთ ხრახნიანი ჭანჭიკით, შევღებავთ და ლამაზი ქოთნებიც მზად არის. სად რომელ ყვავილს ჩარგავთ, რა თქმა უნდა თქვენი გემოვნების მიხედვით გადაწყვეტთ.
მე აუცილებლად ვცდი და გაჩვენებთ რა გამომივა.
No comments:
Post a Comment