ამისათვის დაგჭირდებათ ხის ყუთები, რომლის შოვნა სულაც არ არის რთული. ძალიან ხშირად ასეთ ყუთებს რაღაცის გადასაზიდად იყენებენ ხოლმე. მოკლედ, შეაგროვეთ რამდენიმე ასეთი ყუთი და შეგიძლიათ სასურველ ფერზე შეღებოთ, ან დატოვოთ ისეთი, როგორიც არის. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე აუცილებლად გავლაკავდი.
შემდეგ შეიძინეთ, ან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყუთებზე დასალაგებელი ბალიშები სასურველ ფერებში და დივანიც მზად არის (ამისათვის ძველი ლეიბების გამოყენებაც შეიძლება. განსაკუთრებით საბავშვო).
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლში, ასევე ეზოში.
No comments:
Post a Comment