ეს ფოტო რომ დავინახე ისე მოვიხიბლე, აუცილებლად გავაკეთებთქო ვიფიქრე. ხოდა, თქვენც გაგიზიარეთ, იქნებ თქვენც ძალიან მოგეწონოთ...
Tuesday, June 18, 2013
ჟურნალის მაგიდა
ხის ამ დიდ რგოლს, თუ არ ვცდები კაბელების, მავთულების და ამდაგვარი რაღაცეების დასახვევად იყენებენ. როცა უკვე ზედ აღარ იქნება შემოხვეული რაიმე, რგოლი ძალიან სასარგებლოდ შეგვიძლია ვაქციოთ. შეღებეთ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ფერად და უკვე სახლში შეგიძლიათ დადგათ ჟურნალის მაგიდის ფუნქციით. ქვემოთ წიგნების თაროს გაკეთების იდეამაც ძალიან მომხიბლა. ერთი შეხედვით, უსარგებლო ნივთიც კი, თურმე ძალიან სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ
ჭიქების მოქსოვილი სადგამი
ვისაც ყასნაღით ქსოვა შეუძლია, ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებს ჭიქების სადგამების მოქსოვას. აი, ერთი მაგალითი:
პირადად მე, ჭიქების სადგამები არა, მაგრამ სხვადასხვა ფერის ცხელი ქვაბების, ან ტაფების ხელის მოსაკიდები მოვქსოვე. აი ისინიც:
პირადად მე, ჭიქების სადგამები არა, მაგრამ სხვადასხვა ფერის ცხელი ქვაბების, ან ტაფების ხელის მოსაკიდები მოვქსოვე. აი ისინიც:
Monday, June 17, 2013
ღილებიანი "ночник"-ი
მემგონი ძალიან ლამაზია და გაკეთებაც უმარტივესი: ჩვეულებრივი, პატარა, სადა "ночник"-ი, წებო (სილიკონიც გამოდგება) და ბევრი ფერადი, სხვადასხვა ზომის ღილები. სულ ეს არის
Wednesday, May 29, 2013
წიგნების თარო
ორიგინალური, ლამაზი და კომპაქტურია. თითქოს ჯადოსნური ძალით თავისით მიეწებნენ კედელს. ფოტოზე ზუსტად არის აღწერილი როგორ შევქმნათ ასეთი თარო. მეც აუცილებლად ვცდი
ჩაის "სახლი"
სახლის პირობებში ჩაის "სახლის" დამზადება, ცოტა რთული იქნება. როგორც ფოტოზე ჩანს, ხისგან არის გაკეთებული. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომელიმე ხის საამქროს დავამზადებინებთქო. თქვენც, თუ მოგწონთ, შეგიძლიათ ჩემსავით მოიქცეთ
ყვავილების ქოთნები აივნისთვის
ინტერნეტში ძრომიალისას აი ამ ულამაზეს ქოთნებს წავაწყდი და გადავწყვიტე თქვენთვისაც მეჩვენებინა. მგონი არც ისე რთულია ამის გაკეთება. სულ რამოდენიმე ქოთანი (შეიძლება საღებავის ან რომელიმე პროდუქტის ქილებიც გამოდგეს. მაგალითად მჟავე კიტრის ან ზეთის ხილის. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ეს ზომა იყოს), სხვადასხვა ფერის საღებავი (გემოვნების მიხედვით) და ყვავილები.
რაც შეეხება საკიდებს: არ შემხვედრია, მაგრამ ალბათ საკიდიანი ქოთნებიც იქნება. თუ არ იქნება, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენითაც შევძლებთ საკიდების გაკეთებას. რა თქმა უნდა რკინა ან მისი მსგავსი მასალა დაგვჭირდება რომელსაც მოვღუნავთ. ქოთანს და რკინას გავხვრეტთ, დავამაგრებთ ხრახნიანი ჭანჭიკით, შევღებავთ და ლამაზი ქოთნებიც მზად არის. სად რომელ ყვავილს ჩარგავთ, რა თქმა უნდა თქვენი გემოვნების მიხედვით გადაწყვეტთ.
მე აუცილებლად ვცდი და გაჩვენებთ რა გამომივა.

Thursday, April 18, 2013
გააფორმეთ თქვენი კედლები ქაღალდის გულებით
ამისათვის დაგჭირდებათ წითელი ფერის ქაღალდი (ან რა ფერის გულებიც გსურთ), მაკრატელი და წებო. მიჰყევით ფოტოზე ნაჩვენებ ინსტრუქციას და თქვენ მარტივად შეძლებთ გულების დამზადებას
P.S. რათქმაუნდა არ არის აუცილებელი მხოლოდ კედელი გააფორმოთ. გულების გამოყენება მაგიდების გასაფორმებლადაც შეიძლება და თქვენი ბლოკნოტების ან დღიურების გასალამაზებლადაც.
პატარა მაგიდა... ძველი ბორბლისგან...
აგარაკზე, ან თუნდაც თქვენს სახლში შეგიძლიათ თქვენი ხელით გაკეთებული მაგიდით ისიამოვნოთ. ამისათვის ბევრი არაფერი დაგჭირდებათ: ძველი ბორბალი, ბორბლის შესაბამისი მრგვალი ფიცარი და თოკი. ფოტოზე ნაჩვენები ხელსაწყოებიც დაიხმარიეთ. მათ გარეშე არაფერი არ გამოგივათ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მიჰყევით ფოტოზე ნაჩვენებ ინსტრუქციას და ძალიან მოკლე დროში თქვენც გექნებათ ასეთი პატარა და ლამაზი მაგიდა სახლში.
P.S. ჩემი აზრით სკამადაც არაჩვეულებრივად გამოდგება
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მიჰყევით ფოტოზე ნაჩვენებ ინსტრუქციას და ძალიან მოკლე დროში თქვენც გექნებათ ასეთი პატარა და ლამაზი მაგიდა სახლში.
P.S. ჩემი აზრით სკამადაც არაჩვეულებრივად გამოდგება
ჭიქა... ასანთის ღერებისგან
ჩემი აზრით უმარტივესი გასაკეთებელია და საკმაოდ ორიგინალურიც. მართალია ჭიქის ფუნქცია აღარ ექნება და თქვენ მას ვერ გამოიყენებთ, მაგრამ როგორც სუვენირი ძალიან ლამაზია. საჩუქრადაც შეიძლება მისი გამოყენება.
მოკლედ, დაგჭირდებათ ერთი ჩვეულებრივი ფინჯანი, ბევრი ასანთის ღერი და წებო. დანარჩენი ყველაფერი მარტივია. მიაწებეთ ასანთის ღერები ჭიქას და თეფშს და თქვენი სუვენირიც მზად არის.
მოკლედ, დაგჭირდებათ ერთი ჩვეულებრივი ფინჯანი, ბევრი ასანთის ღერი და წებო. დანარჩენი ყველაფერი მარტივია. მიაწებეთ ასანთის ღერები ჭიქას და თეფშს და თქვენი სუვენირიც მზად არის.
სწრაფი, მარტივი და იაფი დივანი თქვენი ხელით
ამისათვის დაგჭირდებათ ხის ყუთები, რომლის შოვნა სულაც არ არის რთული. ძალიან ხშირად ასეთ ყუთებს რაღაცის გადასაზიდად იყენებენ ხოლმე. მოკლედ, შეაგროვეთ რამდენიმე ასეთი ყუთი და შეგიძლიათ სასურველ ფერზე შეღებოთ, ან დატოვოთ ისეთი, როგორიც არის. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე აუცილებლად გავლაკავდი.
შემდეგ შეიძინეთ, ან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყუთებზე დასალაგებელი ბალიშები სასურველ ფერებში და დივანიც მზად არის (ამისათვის ძველი ლეიბების გამოყენებაც შეიძლება. განსაკუთრებით საბავშვო).
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლში, ასევე ეზოში.

Wednesday, April 17, 2013
თქვენი ხელით გაკეთებული სანემსე
თუ ქსოვა გეხერხებათ, შეგიძლიათ ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნივთები თქვენი ხელით შექმნათ. მაგალითად მოქსოვოთ... სანემსე...
ამისთვის ბევრი დრო არ დაგჭირდებათ და შედეგად ძალიან ორიგინალური გამოსაყენებელი ნივთი გექნებათ.
პირველი ფოტო ინტერნეტიდან ამოვიღე.
ეს კი, ჩემით შევქმენი. ძალიან მარტივია. თქვენც სცადეთ
ამისთვის ბევრი დრო არ დაგჭირდებათ და შედეგად ძალიან ორიგინალური გამოსაყენებელი ნივთი გექნებათ.
პირველი ფოტო ინტერნეტიდან ამოვიღე.
გამარჯობა
ამ ბლოგზე მე ვეცდები შემოგთავაზოთ კრეატიული იდეები, თქვენი სახლების გასალამაზებლად. სულ ვეძებ ინტერნეტში ორიგინალურ და ლამაზ ნივთებს. იმედია თქვენც დაგაინტერესებთ
. ზოგიერთი ნივთის გაკეთებას თქვენი ხელითაც შეძლებთ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა. შემოგთავაზებთ ასევე ჩემს მიერ გაკეთებულ დეკორატიულ ნივთებსაც.
. ზოგიერთი ნივთის გაკეთებას თქვენი ხელითაც შეძლებთ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა. შემოგთავაზებთ ასევე ჩემს მიერ გაკეთებულ დეკორატიულ ნივთებსაც.
გისურვებთ დროის სასიამოვნოდ გატარებას.
Subscribe to:
Posts (Atom)